The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ოთარ მარშავა

ოთარ მარშავა
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1955  (69 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაამთავრა სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს.

1979–1981წწ. იყო სარატოვის მე–8 საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1981–1988წწ. გალის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი; 1988–1992წწ. ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე, 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორისაა 2 მონოგრაფია: "დიაბეტური განგრენის მკურნალობა"(მოსკოვი, 1990); "ლაზერების გამოყენება ანორექტალური მიდამოს ქირურგიაში"(მოსკოვი, 1991). ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის ქირურგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"დიაბეტიან ავადმყოფთა ქვედა კიდურების განგრენის მკურნალობა", დაიცვა 1987 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჩირქოვან დაავადებათა მკურნალობა ლაზერის სხივის გამოყენებით", დაიცვა 1991 წელს.