The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ბიძინა მაცაბერიძე

ბიძინა მაცაბერიძე
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1923  (101 წლის)
კატეგორია:თერაპევტი, კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ველევი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის I სამედიცინო სასწავლებელი 1940 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.

1953–1959წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრაზე; 1959 წლიდან იყო აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტისწ ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1940–1941წწ. ომის პერიოდში მუშაობდა სოფელ წერაქვის საფერშლო პუნქტის გამგედ; 1941–1942წწ. საქართველოს საზამთრო საძოვრებზე საავადმყოფოს ფერშლად, გამგედ; 1942–1945წწ. ყუბანის კაზაკთა მე–4 გვარდიული კორპუსის მე–9 დივიზიონის 34–ე პოლკის სამხედრო ფერშლად; საქართველოს რეგიონებში ჩატარებული აქვს 2000–ზე მეტი კონსულტაცია. თერაპევტ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აორტის ათეროსკლეროზის კლინიკური დიაგნოსტიკის ზოგიერთი მეთოდის შედარებითი ღირებულება", დაიცვა 1951 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • 1945 - მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"