The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი მაცაბერიძე

დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი; 1995 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, აბდომინალური ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. სამეცნიერო პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს სამედიცინო აკადემიის ასპირანტებს, ორდინატორებს. არის ქართულ–ამერიკული დერმატო–ქირურგიული ცენტრის ხელმძღვანელი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქოლედოქოლითიაზის დიგნოსტიკა", დაიცვა 1978 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღვიძლის რეგენერაციის ქირურგიული სტიმულაცია მისი ქრონიკული დიფუზური დაავადებების დროს", დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქირურგიული საზოგადოება, მდივანი