შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ალექსანდრე მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არგვეთი, საჩხერის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს.
1964–1967წწ. იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონის კვაისის დასახლების საავადმყოფო–პოლიკლინიკის ექიმი–თერაპევტი; 1967–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასპირანტი; 1972–1985წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1985 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომის. თერაპევტი–გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციური მდგომარეობა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით შეპყრობილ პირებში", დაიცვა 1985 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |