The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მერაბ მაჭავარიანი

დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1924  (99 წლის)
კატეგორია:ორთოპედი, ტრავმატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1954წწ. იყო ქ. კოსტრომის მე–2 საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი; 1955–1957წწ. თბილისის ტრავმატოლოგია–ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1957–1967წწ. მეცნიერ–თანამშრომელი; 1967–1971წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1971–1972წწ. ბავშვთა ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1972–1974წწ. ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1979 წლიდან ბავშვთა ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 71 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ორი შრომა. ხელმძღვანელობს სამეცნიერო განყოფილებას. წლების განმავლობაში მონაწილეობდა საკავშირო ყრილობებში, სიმპოზიუმებში. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ტრავმატოლოგ–ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წვივის ძვლების მოტეხილობების მკურნალობა", დაიცვა 1965 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის მ. ცხაკაიას სახ. ტრავმატოლოგ–ორთოპედიის სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საქართველოს ტრავმატოლოგთა ასოციაცია, წევრი