The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



პავლე მაჭავარიანი

პავლე მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974–1980წწ. იყო მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექიმი, 1980–1985წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1985–1994წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1994 წლიდან განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომისა მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის პრობლემებზე. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის მწვავე ინფაქტით ავადმყოფთა მკურნალობა სუსტაკით, ობზიდანით და მათი კომბინაციით", დაიცვა 1983 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სისტემური თრომბოლიზური თერაპიის გავლენა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ავადმყოფთა მარცხენა პარკუჭის კუმშვადობაზე, ინფარქტის ზომაზე, დაავადების  მიმდინარეობასა და მის პროგნოზზე", დაიცვა 1994 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანას ქ. 48
    ტელეფონი:2 402 301