The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვიქტორ მახათაძე

დაბადების თარიღი:25 მარტი, 1929  (96 წლის)
კატეგორია:კურორტოლოგი, ფიზიოლოგი/ფიზიო-თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.

1953–1956წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის ორდინატორი; 1956–1960წწ. კურორტ ბორჯომის სანატორიუმ "ლიკანის" სამედიცინო–კლინიკური განყოფილების გამგე; 1960–1965წწ. მთავარი ექიმის მოადგილე სამედიცინო დარგში, 1965–1969 წლებში ბორჯომის სანატორიუმების: "ფირუზა", "მთის ბროლი", "ბახტრიონი" მთავარი ექიმი 1969–1980წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1989წწ. პროფკავშირთა კურორტების მართვის საქართველოს რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სამედიცინო დარგში; 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის საორგანიზაციო–მეთოდურ დარგს. ავტორია 92 სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა უმრავლესობა ეხება მინერალური წყლების გავლენას საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციებზე, მათი მოქმედების მექანიზმებსა  და გამოყენებას გასტროენტეროლოგიური პროფილის დაავადებულთა სამკურნალოდ. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ბორჯომი–ბალნეოკლიმატური კურორტი"(თანაავტორი შ. ფარჯანაძე, "საბჭოთა საქართველო", 1977). იყო კურორტ ბორჯომის სანატორიუმების("ლიკანი", "ფირუზა") და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის კონსულტანტი. შინაგან სნეულებათა სპეციალისტი, კურორტოლოგი, ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბორჯომის მინერალური წყლისა და ზოგიერთი საკვები ნივთიერების მოქმედება ნაღვლის ბუშტის მოტორულ ფუნქციაზე(კლინიკურ–ექსპერიმენტული გამოკვლევა)", დაიცვა 1965 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული ექიმი