The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



იოსებ მახათაძე

დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1917  (107 წლის)
გარდაცვ. თარიღი:200?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს.

1940 წელს იყო სოფელ ცხუნკურის საექიმო ამბულატორიის გამგე; 1940–1948წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1948–1949წწ. მუშაობდა ტყიბულის რაისაავადმყოფოს მთავარ ქირურგად; 1949–1951წწ. ვანის რაისაავადმყოფოს მთავარ ქირურგად; 1956 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამედიცინო რადიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 146 სამეცნიერო ნაშრომის, 4 გამოგონების, რამდენიმე რაციონალიზატური წინადადების, მათ შორის აღსანიშნავია გამოგონება: "ძვლის ტვინის საკონსერვაციო აპარატი", რომელიც მსოფლიოში აღიარებულ იქნა, როგორც უნიკალური და დაპატენტდა აშშ–ში 1972 წელს. წლის საუკეთესო გამოგონებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემიით (1984).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულ–სისხლძარღვთა სისტემისა და პერიფერიული სისხლის ცვლილება ნაღვლის ბუშტის მექანიკური გაღიზიანების დროს", დაიცვა 1954 წელს.

სადოქტორო დისეტაციის თემა - "ანტიციტოლიზური ნივთიერებების შემცვლელი ჰემოკონსერვატი სისხლის გადასხმის მიზნობრივი სამკურნალო გამოყენებისათვის", დაიცვა 1972 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • ჰემატოლოგიის საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია, წლის საუკეთესო გამოგონებისთვის
  • 1959 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • 1949 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1945 - სამამულო ომის ორდენი

ბიბლიოგრაფია