The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თეიმურაზ მახათაძე

დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1980წწ. იყო ლანჩხუთის რაიონული პოლიკლინიკის ექიმი, 1980 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომისა ენდოკრინოლოგიის საკითხებზე. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გონადოტროპინების, პროლაქტინის, სასქესო სტეროიდების, იმუნორეაქტიული ინსულინის ზრდის ჰორმონის შემცველობა სისხლში მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ჯანმრთელებში, პოტენციური და ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის დროს".