The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ირაკლი მგალობლიშვილი

დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1915  (110 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ლენინგრადის I სამედიცინო ინსტიტუტი 1937 წელს.

დიდი სამამულო ომის (1941-1945) მონაწილე. 1965-1971წწ. განაგებდა ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრას ქ. ორჯონიკიძის სამედიცინო ინსტიტუტში; 1971-1976წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიისა და ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრების პროფესორი, 1976-1979წწ. იმავე ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის, ხოლო 1980 წლიდან სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ დაავადებათა I კათედრის გამგე. 1971-1977წწ. იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი. მან შეისწავლა ძვლის სიმსივნის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგიის საკითხებს და სხვა. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი ( 1969).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1942-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს მედიცინის დამსახურებული მოღვაწე