The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინა მგელაძე

მარინა მგელაძე
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1983 წელს.

1990 წლიდან არის პედიატრიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სასუნთქი სისტემის მწვავე არასპეციფიური დაავადებებისა და იმუნოლოგიის პრობლემებს. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სახელმწიფო უნივერსიტეტ "გაენათის" სამკურნალო–ბიოლოგიურ ფაკულტეტზე. პედიატრი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნური სტატუსი და ტაქტივინით იმუნოკორექცია სასუნთქი სისტემის მწვავე არასპეციფიკური დაავადებების დროს ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1995 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იმუნოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი
    მისამართი:ქ. თბილისი, მარიჯანის 2ბ
    ტელეფონი:2 18 61 87; 2 18 61 86