The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სიუზი მდივანი

დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.

1962–1964წწ. იყო ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარულ–ქიმიური ლაბორატორიის ექიმი–ტოქსიკოლოგი, 1964–1969წწ. წლებში რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი; 1969–1985წწ. აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1985 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. არის 29 სამეცნიერო ნაშრომის და 2 მეთოდური რეკომენდაციის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო–პოპულარული ლიტერატურა: "რა ვიღონოთ სისხლში მომატებული ცხიმების შემთხვევაში", "გულის დაავადებების გარშემო ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და პასუხები". კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფიზიკური შრომისუნარიანობის შეფასება  რთული მიტრალური მანკით დაავადებულ ქალებში", დაიცვა 1981 წელს.