შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მიხეილ მებუკე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა აქტიუბინსკის(ყაზახეთი) სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.
1961–1963წწ. იყო აქტიუბინსკის საოლქო საავადმყოფოს ექთანი; 1964–1965წწ. ცელინოგრადის საოლქო საავადმყოფოს ქირურგი; 1965–1968წწ. თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმი–ქირურგი; 1967–1969წწ. თბილისის №3 საავადმყოფოს ექიმი–ანესთეზიოლოგი, 1969–1978წწ. ქირურგიის ინსტიტუტის თორაკალური განყოფილების ექიმი–ორდინატორი, 1978–1990 წლებში ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1992–1996წწ. აღნიშნული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1996 წლიდან ქირურგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულმკერდის ქირურგიის აქტუალურ საკითხებს. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო თემას, ჰოსპიტალური ქირურგიის ციკლს სამედიცინო ინსტიტუტ "საქართველოში". ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულმკერდში შემავალი ჭრილობების მკურნალობა და შორეული შედეგები", დაიცვა 1973 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |