The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით მეგრელიშვილი

დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1941  (83 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1966წწ. იყო გორის რაიონის ბავშვთა საავადმყოფოს ქირურგი; 1966–1969წწ. მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი; 1969–1974წწ. ტუბინსტიტუტის უროლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1983წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უროლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1979–1982წწ. ქ. ბამაკოს(მალის რესპუბლიკა) უროლოგიური განყოფილების გამგე; 1983 წლიდან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის. ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სარძევე ჯირკვლის კიბოს და მისი მეტასტაზების მორფოლოგია, ჰისტოქიმია და ენზიმოჰისტოქიმია", დაიცვა 1970 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბავშვთა ქირურგიის სამეცნიერო ასოციაცია, წევრი
  • ბავშვთა ქირურგიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი