The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინო მგრელიშვილი

დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:პათოფიზიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1982 წელს.

1989–1995წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის პათოფიზიოლოგიის და ექსპერიმენტული თერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული თერაპიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის. პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპოკინეზიის ხანგრძლივობის გავლენა ორგანიზმის მდგრადობაზე სისხლკარგვის მიმართ და მისი ამაღლების გზები", დაიცვა 1986 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი