The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნოე მეგრელიშვილი

ნოე მეგრელიშვილი
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1898
გარდაცვ. თარიღი:1989  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შუა ფარცხმა, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს.

1935 წლიდან მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრაზე; 1959-1969 წწ. კათედრის პროფესორი, 1969-1974 წწ. კათედრის გამგე. იკვლევდა რევმატიზმისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს და სხვა. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1956).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1947-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი