The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გრიგოლ მელიქიშვილი

დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1917  (107 წლის)
გარდაცვ. თარიღი:200?
კატეგორია:ინფექციონისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1940 წელს.

1940 წლიდან იყო საბჭოთა არმიის ჯარისკაცი, პოლკის და დივიზიის უფროსი ექიმი, ინფექციური განყოფილების უფროსი ორდინატორი, განყოფილების გამგე, ოლქის მთავარი ინფექციონისტი, პოლკოვნიკი, 1972 წლიდან რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს განყოფილების გამგე. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება შრატისმიერ ჰეპატიტებს, სტაფილოკოკურ ანგინას, დიზენტერიას. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. დაჯილდოებულია მედლებითა და ორდენებით.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შრატისმიერი ჰეპატიტის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ზოგიერთი ასპექტები", დაიცვა 1969 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აქართველოს ინფექციონისტთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი