The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ირაკლი მენაღარიშვილი

ირაკლი მენაღარიშვილი
დაბადების თარიღი:18 მაისი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო საქმის სპეციალობით 1974 წელს.

 1971-1973წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ალკკ კომიტეტის მდივანი; 1973-1975წწ. სამედიცინო ინსტიტუტის ალკკ კომიტეტის მდივანი; 1975-1978წწ. საქართველოს ალკკ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი; 1978-1980წწ. საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე; 1980-1982წწ. თბილისის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი; 1982-1986წწ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 1986-1991წწ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი; 1991-1992წწ. სტრატეგიული გამოკვლევის ცენტრის დირექტორი; 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი; 1992-1993წწ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი; 1993-1995წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე; 1995-2003წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი; ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2018).