The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ლია მენთეშაშვილი

Date of birth:12 March, 1934  (91 years)
Category:Psychiater

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958–1960წწ. იყო მ. ასათიანის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, 1961–1969წწ. ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი, 1978–1994წწ. ამავე კათედრის დოცენტი, 1995 წლიდან ფსიქიატრიის კათედრის გამგე. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა ნაწილი ეხება ფსიქიატრიის ბიოლოგიურ პრობლემებს, კლინიკო–ექსპერიმენტული ხასიათის ნაშრომები კი ეხება პიროვნების კვლევის საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფსიქიკურ დაავადებათა დროს. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა კლინიკურ ორდინატორთა მომზადების კათედრას. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის ზოგიერთი მაჩვენებლები  ინვოლუციური ფსიქოზისა და შიზოფრენიის დროს მოგვიანებულ ასაკში", დაიცვა 1971 წელს.

Member of Organizations

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საინსტიტუციო საბჭო, წევრი
  • საზოგადოება "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის", წევრი
  • სამედიცინო სამეცნიერო–საინფორმაციო ჟურნალ "მკურნალი"-ს სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაცია, გამგეობის წევრი