შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნინო მერაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1962 წელს.
1963–1967წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი მოსკოვში; 1968–1994წწ. მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრაზე; 1994 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია 67 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ორსულობის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას, საკვერცხის კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს, ორსულობასა და ინფექციებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ხუთი საკანდიდატო დისერტაცია;. 1957 წელს დაამთავრა თბილისის მე–4 სამუსიკო სასწავლებელი; 1958–1962წწ. მუშაობდა მუსიკის პედაგოგად. 1959–1962წწ. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში, ფორტეპიანოს კლასში. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მოგრძო ტვინის ნეირონული აქტივობის განსაზღვრა", დაიცვა 1966 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – "საკვერცხის კიბოს III-IV სტადიის კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1983 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |