შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ჯონდო მერაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1963 წელს.
1964–1965წწ. იყო ჩიმკენტის ოლქის სეს–ის ექიმი–ეპიდემიოლოგი; 1965–1966წწ. თბილისის რესპუბლიკური სეს–ის ექიმი–ვირუსოლოგი; 1967–1972წწ. სან–ჰიგიენური სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ვირუსულ ინფექციათა ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1972–1973წწ. სამედიცინო ინსტიტუტის ცსკლ–ი ვირუსთა ეკოლოგიის სექტორის ხელმძღვანელი; 1973–1974წწ. თბილისის საქარხნო რაიონის სეს–ის მთავარი ექიმი; 1974–1978წწ. საქართველოს შავი ჭირის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგე; 1978–1991წწ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ვირუსოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ინტერფერონის განყოფილების გამგე. 1991 წლიდან სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ინტერფერონის განყოფილების გამგე. ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ვირუსოლოგიას, მიკრობიოლოგიას, ეპიდემიოლოგიას. ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არბოვირუსული ინფექციების სეროეპიდემიოლოგიური შესწავლა საქართველოს ტერიტორიაზე", დაიცვა 1969 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "პლაფერონის წარმოების მეცნიერული საფუძვლები(ინტერფერონი, სინთეზირებული ადამიანის პლაცენტის ამნიოტური გარსიდან) და მისის იმუნობიოლოგიური თვისებების შესწავლა", დაიცვა 1988 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |