შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მირიან მესტიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ნუკრიანი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს.
1941–1942წწ. იყო სამამულო ომში მონაწილეთა მოქმედი არმიის პოლკის ექიმი; 1943–1950წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის ფსიქიატრიის კათედრის ორდინატორი, ასისტენტი; 1951–1963წწ. თბილისის ქალაქის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი; 1954–1974წწ. თბილისის მთავარი ფსიქიატრი; 1963 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბავშვთა და მოზარდთა განყოფილების გამგე. ავტორია 95 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, რომლებიც ეხება ბავშვთა და მოზარდთა შიზოფრენიის და ბავშვთა და მოზარდი ასაკის სოციალურ-ფსიქიატრიულ პრობლემებს. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |