Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
რუსუდან მესხი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.
1949–1951წწ. იყო სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ორდინატორი; 1951–1954წწ. რესპუბლიკური ფსიქიატრიული კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1954–1962წწ. მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1962–1978წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1978–1982წწ. ლაბორატორიული განყოფილების მეცნიერ–ხელმძღვანელი; 1990–1994წწ. მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის თერაპიისა და რეაბილიტაციის განყოფილების ხელმძღვანელი, 1994 წლიდან ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–მუშაკი. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომისა შიზოფრენიის კლინიკისა და მკურნალობის შესახებ. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ფსიქიატრიული ინსტიტუტის პოლიკლინიკისა და რესპუბლიკური ფსიქიატრიული კლინიკური საავადმყოფოს კონსულტანტი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები შიზოფრენიის ინსულინოლაბილურ და ინსულინო რეზისტენცულ შემთხვევათა ნეიროდინამიკის ზოგიერთი თავისებურების შესახებ", დაიცვა 1961 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "შიზოფრენიის დროს სეროტონინის ცვლის და მისი ცერებრული რეგულაციის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1972 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |