The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მაია მესხია

დაბადების თარიღი:5 მარტი, 1943  (82 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს.

1966–1968წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1969–1986წწ. ამავე ინსტიტუტის მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1987–1994წწ. ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამსრომელი; 1994 წლიდან გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი–კარდიოლოგი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მიოკარდიუმის ინფარქტის საკითხებს. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა  კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მარცხენა პარკუჭის ქრონიკული პოსტინფარქტული ანევრიზმის ბუნებრივი მიმდინარეობა", დაიცვა 1986 წელს.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანას ქ. 4
    ტელეფონი:2 402 301