Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ჯემალ მეტრეველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.
1964–1967წწ. იყო ქ. ჩიმკენტის(ყაზახეთი) მე–3 სამშობიარო სახლის გინეკოლოგი; 1967–1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი, 1971–1992წწ. ამავე ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1993 წელს პროფესორი, 1994 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ქალის სასქესო სფეროს ანთებითი დაავადებების, ორსულობის შენარჩუნების მკურნალობასა და მასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "შინაგანი გენიტალიის ანთებით დაავადებათა პათოგენეზში ურატების როლის შესახებ"(თბილისი, 1995). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადნექსიტების მკურნალობის ახალი პათოგენეზური ტაქტიკა", დაიცვა 1992 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |