The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ვახტანგ მეუნარგია

Date of birth:25 September, 1935  (89 years)
Category:Immunologist, Hematologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1959 წელს.

1959–1962წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1962–1971წწ. თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1970წწ. სტაჟირებას გადიოდა მოსკოვის ონკოლოგიურ ცენტრში, 1971–1975წწ. იყო უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1975 წლიდან აკად. გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის  სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის იმუნოჰემატოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 96 სამეცნიერო ნაშრომისა სიმსივნეების, ლეიკოზების, ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების იმუნოლოგიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "იმუნოლოგიური ამოცნობის მოლეკულური და უჯრედული ასპექტები"(რუსულ ენაზე, "მეცნიერება", 1988). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 7 საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს საავტორო ჯილდოები(1987, 1988, 1991). იმუნოჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლიმფოციტების, ვირუსების და სამიზნე უჯრედების ურთიერთმოქმედების ექსპერიმენტული შესწავლა", დაიცვა 1969 წელს.