შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თენგიზ მეძმარიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა კოჯორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს.
1957–1961წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1961–1971წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ვექტორელექტროკარდიოგრაფიული სექტორის ხელმძღვანელი; 1971–1998წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე. 1993 წლიდან 2 კორპორაცია "ლეგია და კომპანიის" სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის გამგე. ავტორია 54 სამეცნიერო ნაშრომის. შინაგან სნეულებათა სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |