შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ბარბარა მთვარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტი 1942 წელს.
1943–1944წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის რენტგენოლოგიური კათედრის ექიმი უფროსი ლაბორანტი; 1944–1954წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიური კათედრის ექიმი უფროსი ლაბორანტი; 1961–1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიური კათედრის ასისტენტი; 1970–1997წწ. ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომის. სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წინამხრის დისტალური ნაწილისა და მტევნის ძვლების გაძვალების პროცესი და მისი დამოკიდებულება ფიზიკურ განვითარებასთან ქ. თბილისის 3–18 წლის ასაკის მკვიდრთა შორის", დაიცვა 1964 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |