The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნათელა მითიაშვილი

დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962–1964წწ. იყო საგარეჯოს რაიონის სოფ. კაკაბეთის უბნის ექიმი–თერაპევტი; 1965–1968წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1969–1980წწ. პედიატრიული, სან. ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1980 წლიდან არის პროფილაქტიკური მედიცინის და სტომატოლოგიური ფაკულტეტების შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულსისხლძარღვთა სისტემის და კუჭ–ნაწლავის დაავადებების კლინიკურ ფარმაკოლოგიას. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლიპიდური და ჰეპარინული ცვლის ზოგიერთი მაჩვენებლის შესწავლისთვის კორონალური ათეროსკლეროზის დროს", დაიცვა 1969 წელს.