შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დავით მიმინოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1989 წელს.
1990–1991წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1991–1994წწ. ამავე ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1992–1996წწ. ჯანდაცვის სამინისტროს N2 საავადმყოფო–პოლიკლინიკის ნერვული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1996 წლიდან სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სსამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კომპიუტერულ–ტომოგრაფიული განყოფილების ექიმი. ავტორია 17 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ნევროლოგიის, ნეიროფსიქოლოგიურ და ნეირორადიოლოგიის პრობლემებს.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფიქსირებული განწყობის ფაზური დინამიკის თავისებურებანი იშემიური ინსულტის შემთხვევებში, ჰემისფეროთა ფუნქციური ასიმეტრიის ასპექტში", დაიცვა 1997 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |