The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსი მინდაძე

ალექსი მინდაძე
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1911
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 1985  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ერკეთი, ოზურგეთის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1932 წელს.

1942 წელს მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1943-1945 წლებში იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო-პროფილაქტიკური სამმართველოს უფროსი, 1945-1949 წლებში საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრის I მოადგილე, 1954-1966 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორი. 1966 წლიდან კი ამავე კათედრის გამგე. იგი შეისწავლიდა ნერვული სისტემის ინფექციურ, ტრამვულ და სისხლძარღვოვან პათოლოგიურ პრობლემებს. ფართოდ იყენებდა კვლევის ფიზიოლოგიურ მეთოდებს. აღწერა ახალი სიმპტომი ლუმბო-საკრალური რადიკულიტის დროს და სხვა. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1954).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია