The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თინათინ მიქაძე

თინათინ მიქაძე
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:სტომატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1979 წელს.

1979–1981წწ. იყო  ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი ორთოდონტიაში; 1981–1995წწ. ამავე კათედრის ასისტენტი, 1995 წლიდან დოცენტი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომისა, ყბა–კბილთა სისტემის ანომალიებისა და დეფორმაციების, ზედა ტუჩისა და სახის თანდაყოლილი ნაპრალის მკურნალობის პრობლემებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო დისერტაცია. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს სსრ თამბაქოს, ჩაისა და ციტრუსების მწარმოებელ სასოფლო–სამეურნეო რაიონებში დაბადებულ და მცხოვრებ ბავშვთა კბილთა ამოჭრის ვადები და კბილთა და თანკბილვის მდგომარეობა", დაიცვა 1988 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, პრეზიდიუმის წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ორთოდონტული ცენტრი
    მისამართი:თბილისი. რ. ლაღიძის ქ. 8
    ტელეფონი:298 39 89; 298 72 90