Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
არჩილ მიქელაძე![]()
Biographyგამოჩენილი ქართველი ნეირომორფოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ არჩილ მიქელაძის სამეცნიერო მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტთან. 1960 წლიდან ხელმძღვანელობდა ივანე ბერიტაშვილის ინიციატივით ჩამოყალიბებულ ნეირომორფოლოგთა ჯგუფს; მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ელექტრონული მიკროსკოპიის დარგში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება როგორც საქართველოს, ასევე სხვა რესპუბლიკების სამეცნიერო დაწესებულებებისათვის. დიდია მისი დამსახურება თბილისში 1969 და 1971 წლებში ელექტრონულ მიკროსკოპიაში საერთაშორისო სკოლისა და გამოფენის ორგანიზაციაში, რამაც დიდი ბიძგი მისცა საქართველოში ამ მიმართულებით კვლევების ფართოდ გაშლას. მისი ხელმძღვანელობით შესწავლილია თავის ტვინის ფუნქციურად განსხვავებული უბნების სხვადასხვა ტიპის ნეირონების, ნეირონთაშორისი სინაფსური და არასინაფსური კავშირების, ნეიროგლიის უჯრედებისა და სისხძარღვოვანი კაპილარების ულტრასტრუქტურა ნორმასა და სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის მოდელირების პირობებში. ელექტრონულ მიკროსკოპიის დარგში მიღწეული წარმატებების აღსანიშნავად 1973 წელს იგი დაინიშნა თბილისში ჩატარებული ელექტრონულ მიკროსკოპიაში საკავშირო კონფერენციის ორგკომიტეტის თავმჯდომარედ. იყო მრავალი სტატიის ავტორი და ელექტრონული მიკროსკოპიის დარგში მრავალი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |