შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ელგუჯა მონიავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხუნწი, მარტვილის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენის ფაკულტეტი 1951 წელს.
1954–1957წწ. იყო საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1957–1963წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1963–1977წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1977 წლიდან ნეიროენდოკრინოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თანამედროვე ნეიროფიზიოლოგიის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს, თავისა და ზურგის ტვინის მოქმედების საკვანძო საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "თალამური ბირთვების გავლენა თავის ტვინის აქტივობაზე"(მეცნიერება, 1985). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. ექიმი–ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2002 წელს მიღებული აქვს "ქ. თბილისის ერთგულების მედალი".
საკანდიდარო დისერტაცია თემა - "ზურგის ტვინის ვაზური და ტონური საკოორდინაციო აპარატების ფუნქციური თავისებურებანი და მათი ურთიერთმოქმედება", დაიცვა 1962 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "თალამოქერქული ურთიერთმოქმედების შესახებ", დაიცვა 1975 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |