The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



შალვა მოსეშვილი

დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1931  (92 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვალე, ახალციხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სან–ჰიგიენის ფაკულტეტი 1956 წელს.

1956–1958წწ. იყო ახალციხის რაიონის სოფელ წყრუთის საექიმო პუნქტის გამგე; 1958–1960წწ. წყალთბილას სასოფლო საავადმყოფოს გამგე; 1960–1962წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი თერაპიის სპეციალობით; 1962–1972წწ. ვალეს სანიტარული ნაწილის თერაპიული განყოფილების გამგე; 1973–1974წწ. სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი, 1974–1978წწ. რაიონის პოლიკლინიკის გამგე; 1979–1984წწ. რაიონისა და ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ავტორია 25–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კუჭ–ნაწლავთა, გულ–სისხლძარღვთა  დაავადებებებს, მედიცინის ისტორიასა და სამედიცინო ტერმინოლოგიის საკითხებს. შინაგან სნეულებათა სპეციალისტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. გამოქვეყნებული აქვს ლექსების ორი კრებული: "მესხური სული", "კიდევაც დაიზრდებიან"(თბილისი, 1991), "ხმა მესხეთიდან"(ახალციხე, 1997). რაიონულ გაზეთში დაბეჭდილი აქვს 100–ზე მეტი პუბლიკაცია "ექიმის საუბრები".

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის სეკრეციულ მოქმედებაზე ნაწლავთა რეცეპტორების გაღიზიანების გავლენის შესახებ", დაიცვა 1971 წელს.