The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ზერო მუმლაძე

დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1960 წელს.

1960–1962წწ. მუშაობდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ექიმ–პედიატრად; 1964–1968წწ. იყო ექიმ–ორდინატორი თბილისის ბავშვთა II საავადმყოფოსა და I საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში; 1968–1971წწ. პედიატრი ყაზახეღის რესპუბლიკაში(ჯაქსი და მაკინსკის რაიონები); 1971 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი, ასისტენტი, დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლას რევმატიზმით და შემაერთებელი ქსოვილის დიფუზიური დაავადებებით შეპყრობილ ბავშვებში. ორდინატორებს უტარებდა ელექტროკარდიოგრაფიულ ციკლს. კითხულობდა ლექციების კურსს, ატარებდა სემინარებს რევმატოლოგიურ ცენტრში ბავშვთა პოლიკლინიკების კარდიორევმატოლოგებთან. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. თბილისის ბავშვთა მთავარი კარდიოლოგი, ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობა რევმატიზმით დაავადებულ ბავშვებში, პალატისა და აერარიუმის მკურნალობის პირობებში", დაიცვა 1979 წელს.