შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
იან მურატიდი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა სანქტ–პეტერბურგის პედიატრიის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს.
1954–1957წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა ამავე ინსტიტუტის ფაკულტატური პედიატრიის კათედრაზე; 1957–1965წწ. იყო ამავე კათედრის დოცენტი; 1965–1971წწ. თბილისის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ბავშვთა ინფექციურ განყოფილების ხელმძღვანელი; 1971–1991წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დოცენტი, რესპუბლიკის ბავშვთა მთავარი ინფექციონისტი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ბროშურა, სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა რესპუბლიკის სტაციონარების შემოწმებას, სიკვდილიანობისა და ავადობის ანალიზს. სამინისტროს დავალებით აწყობდა რაიონებში გასვლებს, მძიმე ავადმყოფ ბავშვებთან. ჰქონდა გამოსვლები მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით. პედიატრ–ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროტეინების და ალბუმინების ფრაქციის ცვლილებები თირკმლის დაავადებების დროს ბავშვებში", დაიცვა 1962 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |