შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
იური მუჩაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი 1954 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1960 წელს. 1960–1963წწ. იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, ჯავის რაიონის რაი–პედიატრი; 1964–1967წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ მივლინებული იყო მიზნობრივ ასპირანტურაში მოსკოვში; 1967–1979წწ. მუშაობდა პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ახალშობილთა განყოფილების უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1979 წლიდან პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; ნეონატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 116 სამეცნიერო ნაშრომის. პედიატრ-ნეონატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თერმორეგულაციის თავისებურებანი პირველი თვის დღენაკლულ ბავშვები", დაიცვა 1967 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის თავისებურებანი პირველი თვეების დღენაკლულ ბავშვებში ქალასშიდა ტრავმის დროს", დაიცვა 1979 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |