The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გელა მუხაშავრია

გელა მუხაშავრია
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:28 ივლისი, 2020  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:პროქტოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1964-1970წწ. იყო ქარელის რაიონული საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი; 1967-1983წწ. მოსკოვის კოლოპროქტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1970-1971წწ. თბილისი მე–9 საავადმყოფოს ზოგადქირურგიული კლინიკის ექიმი–ორდინატორი; 1972-1983წწ. ჩირქოვანი ქირურგიისა და პროქტოლოგიის განყოფილების გამგე; 1983 წლიდან დღემდე  არის საქართველოს პროქტოლოგიის ცენტრის დირექტორი. არის ავტორი სახელმძღვანელოსი – "პროქტოლოგია"(1998), მონოგრაფიისა – "ჰემოროიდული დაავადებების ქირურგიული მკურნალობა"(2002) და 35 სამეცნიერო სტატიისა. თანაავტორებთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობის პუბლიკაციები აქვს გამოქვეყნებული იტალიასა(Techniques in Coloproctology, 2009 : Mukhashavria Gela A; Qarabaki Maia A.) და ამერიკის შეერთებულ შტატებში(Disease of the Colon and Rectum, 2011 : Mukhashavria Gela A; Qarabaki Maia A.; Journal of Gastrointestinal Surgery, 2013 : Qarabaki Maia A; Mukhashavria Gela A; Mukhashavria Gia G; Giorgadze Nodari G.).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ანალური ნაპრალის პათოგენეზი და ქირურგიული მკურნალობის ახალი მეთოდი", დაიცვა 1992 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ჰემოროიდული დაავადებების ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 2002 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს და თბილისის ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს კოლოპროქტოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2012-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - თბილისის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია