The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი მღებრიშვილი

გიორგი მღებრიშვილი
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:1968  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1916 წელს.

1930 წელს მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის ფიზკულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა 1935 წლამდე. 1931-1968წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფიზკულტურის კათედრას, იყო თსუ ფიზკულტურის ფაკულტეტის პირველი დეკანი (1935-1937). აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს საექიმო კონტროლისა და სამკურნალო ფიზკულტურის სამეცნიერო საზოგადოების დაარსებაში (1963) და იყო მისი პირველი თავმჯდომარე. მისი შრომები ძირითადად ეხება სპორტული მედიცინის, ორგანიზმის გაკაჟებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს ავადმყოფთა ფიზიკური რეაბილიტაციის საკითხებს. სამკურნალო ფიზკულტურისა და საექიმო კონტროლის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1950).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია