The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ირინე მჭედლიშვილი

დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1926  (98 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949–1952წწ. იყო ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა თერაპიული განყოფილების სტაჟიორ-ორდინატორი; 1952–1957წწ. მუშაობდა ბავშვთა N1 პოლიკლინიკაში; იყო ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა თერაპიული განყოფილების ორდინატორი; 1968–1984წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის კათედრის დოცენტი. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომის. უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული აქვს 14 ნაშრომი. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის შრატისა და მისი ფრაქციების ცვლილებები რევმატიზმის დროს ბავშვებში", დაიცვა 1964 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოქალაქეთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი