The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნანა მჭედლიშვილი

დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1949  (76 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1973 წელს.

1973–1974წწ. ინტერნატურის კურსი გაიარა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში; 1974–1978წწ. იყო რუსთავის ბავშვთა პოლიკლინიკის უბნის პედიატრი; 1978–1980წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1986წწ. ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1986–1996წწ. ასისტენტი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომისა. მისი ავტორობით დაბეჭდილია მთელი თავები სახელმძღვანელოებში: "ახალშობილთა დაავადებები"("განათლება", თბილისი, 1990); "ბავშვთა დაავადებების პროპედევტიკა"(თბილისი, 1993). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. დიპლომისშემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კათედრის დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Tდა B ლიმფოციტები ზურგის ტვინის სითხესა და პერიფერიულ სისხლში ახალშობილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში ცნს-ის ჰიპოქსიური დაზიანების დროს", დაიცვა 1984 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი