The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ქეთევან მჭედლიშვილი

დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1957  (67 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1981–1983წწ. იყო მოსკოვის ა. ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის კლინიკური მიზნობრივი ორდინატურის კლინიკური ორდინატორი, 1984–1987 წლებში ასპირანტი კარდიოლოგიის სპეციალობით, 1988 წლიდან იყო ამავე ცენტრის ბავშვთა თანდაყოლილ მანკთა განყოფილებაში უმცროსი, 1991 წლიდან უფროსი, 1995 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომისა გულის თანდაყოლილი მანკების, ექოკარდიოგრაფიული დიაგნოსტიკის, გულის თანდაყოლილი მანკების  ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი პერიოდის თერაპიული მკურნალობის ასპექტებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია. კარდიოლოგი(ბავშვთა), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციიის თემა - "ერთპარკუჭიანი გულის ექოკარდიოგრაფიული დიაგნოსტიკა", დაიცვა 1989 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოსკოვის კარდიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი