The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ლეილა მხეიძე

Date of birth:18 July, 1925  (99 years)
Category:Pediatrist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1948 წელს.

1949–1964წწ. იყო თბილისის პირველი მაისის რაიონის ბავშვთა პოლიკლინიკებისა და ბავშვთა მე–2 საავადმყოფოს გაერთიანების ექიმი–ორდინატორი; 1964–1975წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა მე–2 კათედრის ასისტენტი, 1975 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 51 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ტოქსინური სინდრომის დროს გულის კუმშვად ცილებს, კრიტიკული მდგომარეობა-პათოგენეზის ზოგიერთ საკითხებსდა სხვა პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "ბავშვთა დაავადებები", 2 თავი: კონსტიტუციის ანომალიები და ალერგიული დაავადებები(თანაავტორები: ი. კვაჭაძე, მ. გელოვანი), 1995; "პედიატრია"–სახელმძღვანელო სამედიცინო კოლეჯებისათვის(თანაავტორი: გ. მეგრელიშვილი), 1995; "ბავშვის მოვლა"–სახელმძღვანელო სამედიცინო კოლეჯებისათვის(თანაავტორები: ნ. მანჯავიძე, კ. ფაღავა,  გ. მეგრელიშვილი და სხვ.), 1998. პედიატრი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის მასალები პირველადი ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებში", დაიცვა 1967 წელს.

Member of Organizations

  • ბავშვთა ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა, ხელმძღვანელი
  • თბილისის საქალაქო საბჭოს მე–4 მოწვევა, დეპუტატი
  • საქართველოს პედიატრიული საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის მეთოდური კომისია, წევრი