შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ჯონდო მხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1931 წელს.
1931–1932წწ. იყო სოფელ ფოცხოს საექიმო პუნქტის გამგე; 1932 წელს ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკის შტატგარეშე ორდინატორი; 1932–1934წწ. სოფელ შუა ხორგის საექიმო პუნქტის გამგე; 1934–1941წწ. ლენინგრადის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკის ორდინატორი; 1941–1987წწ. ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის თორაკალური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1987 წლიდან იყო ამავე განყოფილების კონსულტანტი. ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა ფილტვის ტუბერკულოზისა და სხვა პათოლოგიის ქირურგიული მკურნალობის აქტუალურ საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 18 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია. თორაკალური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სარძევე ჯირკვლის ლიმფური სადინარები და მათი მნიშვნელობა კლინიკისათვის", დაიცვა 1945 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |