შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ანდრო ნადარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტი 1958 წელს.
1961–1980წწ. იყო სანკტ–პეტერბურგის სამხედრო–სამედიცინო აკადემიის კუპრიანოვის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკისა და კათედრის ასპირანტი, ასისტენტი, უფროსი ასისტენტი; თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის გულის ქირურგიული განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 121 სამეცნიერო ნაშრომისა ზოგადი კარდიოქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "ღია არტერიული სადინარის გართულებული და ატიპიური კლინიკური ფორმები"(თბილისი, 1988), "რენოვასკულარული ჰიპერტონია"(თბილისი, 1999). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო დისერტაცია.კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვის არაპარაზიტული კისტები", დაიცვა 1966 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღია არტერიული სადინარის გართულებული და ატიპიური კლინიკური ფორმები(ჰემოდინამიკის, დიაგნოსტიკისა და ქირურგიული მკურნალობის თავისებურება", დაიცვა 1988 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |