შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ლალი ნადაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.
1975–1981წწ. იყო №3 დერმატო–ვენდისპანსერის ექიმი, დერმატო–ვენეროლოგი; №7 მოზრდილთა პოლიკლინიკის ექიმი–თერაპევტი; 1982–1983წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1983–1992წწ. და 1992 წლიდან ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლების ეხება ანთროპომეტრიას, ფსიქომეტრიას, კორელაციებს. ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობას. ექიმი–ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქ. თბილისის ქალიშვილთა და ჭაბუკთა ფიზიკური განვითარების მაჩვენებლები და ორგანიზმის ზრდის დეფინიტური ვადები აქსელერაციის ფენომენის გათვალისწინებით", დაიცვა 1990 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ანთროპომეტრიული და ფსიქოდინამიკური მაჩვენებლების ურთიერთკავშირების განსაზღვრა სხვადასხვა კონსტიტუციურ ტიპებში(ქართველებში)', დაიცვა 1992 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |