Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
გიორგი ნაზარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენის ფაკულტეტი 1948 წელს.
1949–1954წწ. იყო ზოგადი ქირურგიის კათედრის ორდინატორი; 1957–1959წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის ასისტენტი; 1964–1965წწ. სამედიცინო აკადემიის უროლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1985წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული განყოფილების გამგე, 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის უროდინამიკის ლაბორატორიის გამგე. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ზემო და ქვემო საშარდე გზების უროდინამიკის ცვლილებებს სხვადასხვა უროლოგიურ დაავადებათა დროს. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია: "თირკმელებისა და შარდსაწვეთის ფუნქცია უროსტაზის დროს"(გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1979). მისი ხელმძრვანელობით დაცულია 9 სადისერტაციო ნაშრომი. აქვს ორი საავტორო მოწმობა და პატენტი. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმლის ბიოელექტრული აქტივობა", დაიცვა 1962 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმელებისა და შარდსაწვეთების ფუნქციური მდგომარეობა მექანიკური აუროსტაზის დროს", დაიცვა 1974 წელს. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |