შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მამუკა ნაკაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1996 წელს.
1997-2004წწ. იყო ბათუმის საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი; 2004-2005წწ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; ეკავა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა. ასევე იყო : ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმართველობის ჯანდაცვის, სოციალური და ვეტერანთა საქმეების უფროსი, დაზღვევის რეგიონალური ოფისის დირექტორი. არის ვტორი სამეცნიერო ნაშრომებისა: "Системный подход к делу организации экстренной и неотложной хирургицеской помощи населению Аджарии", "Georgian Medical News" (2006), "ურგენტული ქირურგიული სამსახურის განვითარების თანამედროვე ტენდენციები აჭარაში" (2005), "ქირურგიული პათოლოგიის პრევენციის პრობლემები აჭარაში" (2006). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკის მთავარი ექიმი, ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი, ქირურგი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ურგენტული ქირურგიული სამსახურის განვითარების თანამედროვე ტენდენციები აჭარაში", დაიცვა 2006 წელს. საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |