The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი ტაბატაძე

გიორგი ტაბატაძე
დაბადების თარიღი:აპრილი, 1910
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 1954  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

   II მსოფლიო ომის გმირი; II მსოფლიო ომის მე-3 რანგის სამხედრო ექიმი; სამედიცინო კაპიტანი;

   დაიბადა 1910 წელს, ჭიათურის რაიონის სოფელ ზედა ბერეთისაში, 1927 წელს დაამთავრა კორბოულის საშუალო სკოლა. 1928 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, სადაც მსახურობდა 1931 წლამდე.

   1933-1940 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. 1934-1941 წლებში გადიოდა სამედიცინო პრაქტიკებს ქალაქ წყალტუბოში. 

   1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში, საიდანაც დაბრუნდა 1946 წელს.  ომში ჰოსპიტლის აფეთქების შედეგად დაიჭრა, დაემართა კონტუზია. ომში მოიპოვა შემდეგი ჯილდოები:

  • „მედალი სამხედრო დამსახურებისთვის“
  • „წითელი ვარსკვლავის ორდენი“ - 2           
  • „მედალი კავკასიის დაცვისთვის“
  • „გერმანიის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში“

   1946-1947 წლებში მუშაობდა ქალაქ ბაქოს სამხედრო კლინიკაში, ექიმ-თერაპევტად. 1947-1948 წლებში კვლავ მუშაობდა სოფელ ჯალაურთაში.

   1949 წელს გადმოიყვანეს ქალაქ გორში, სადაც მუშაობდა ქალაქის სანეპიდ-სადგურის მთავარ ექიმად.

   1952 წელს დანიშნეს ქალაქ ქარელის ახლად გახსნილი საავადმყოფოს მთავარ ექიმად, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე.